EU საქართველოს წევრობის სტატუსის მიღების პროცედურების დაჩქარებას ცდილობს - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი საქართველოს წევრობის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების მაქსიმალურად დაჩქარებას ცდილობს. პაპუაშვილი დღეს ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და ევროპარლამენტარებს შეხვდა.

"სასიხარულო არის ის, რომ ევროკავშირი, რაზეც ჩვენ ნამდვილად მივიღეთ დასტური, ცდილობს, რომ ბიუროკრატიული პროცედურები რაც არის, მაქსიმალურად დაჩქარდეს და ჩვენი განაცხადი უკვე გადაგზავნილი იქნა შესაბამის დეპარტამენტებში, რომლებმაც ახლა უნდა შეიმუშავონ კითხვარი კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებით და სავარაუდოდ, ეს მალე მოხდება.

სხვა დროს თუ პროცედურები გრძელდებოდა თვეები, სავარაუდოდ, ეს რამდენიმე კვირაში დასრულდება და გამოიგზავნება კითხვარი, რომელიც წარმოადგენს საფუძველს ქვეყნის შესწავლისა და ანალიზისა",-თქვა პაპუაშვილმა.

საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი