სტოლტენბერგი: ახორციელებენ გადაჯგუფებას და ემზადებიან ახალი შეტევისთვის, ნატო ვერ ხედავს უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანას

გამოქვეყნდა:

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაცია, უკრაინის წინააღმდეგ, აგროვებს ძალებს და ამზადებს ახალ შეტევებს. მისი თქმით, ნატოს დაზვერვა ვერ ხედავს უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანას. 

ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  მისივე თქმით, ალიანსი იმსჯელებს მხოლოდ რუსეთის ქმედებების საფუძველზე და არა მისი სიტყვების საფუძველზე.

სტოლტენბერგის თქმით, მათი დაზვერვის მონაცემების მიხედვით, რუსული ქვედანაყოფები  უკან არ იხევენ და ისინი მხოლოდ გადაჯგუფდებიან დონბასის რეგიონში მომარაგებისთვის და ახალი შეტევისთვის -  "ამავდროულად, რუსეთი აგრძელებს ზეწოლას კიევზე და სხვა ქალაქებზე“ - თქვა სტოლტენბერგმა. 

ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, დაასრულოს ომი, გაიყვანოს თავის ნაწილები უკრაინიდან და გააგრძელოს მოლაპარაკებებში მონაწილეობა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი