
"ძალიან სერიოზული რეაქცია მოჰყვება ევროპარლამენტის მხრიდან თუ იქნება ნეგატიური შედეგი" - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს და ნიკა გვარამიას პოლიტიკურ სასამართლოს ეხმაურება.
მედიაპლურალიზმისა და თავისუფლების შესახებ დიდი ხანია, ხმა ავიმაღლეთ საქართველოში. და ვიცავდით თავის დროზე "რუსთავი ორს" და ვფიქრობ, რომ ამას ძალიან სერიოზული რეაქცია მოჰყვება, ევროპარლამენტის მხრიდან, თუ იქნება ნეგატიური შედეგები, - ამბობს ფოტიგა.