ბჟანია აცხადებს, რომ რუსეთთან მიერთებაზე ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხალხის მისწრაფებას მიესალმება

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერი ასლან ბჟანია მიესალმება ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხალხის სურვილს, "შეუერთდეს ჩრდილოეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში".

ცხინვალის რეგიონში, 10 აპრილს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. ამის შემდეგ იგეგმება რუსეთთან მიერთების შესახებ "რეფერენდუმის" ჩატარებაც.

"სუვერენული, დამოუკიდებელი აფხაზეთი აშენებს და განაგრძობს ურთიერთობების დამყარებას მოძმე რუსეთთან 2014 წლის 24 ნოემბრის შეთანხმების მკაცრი დაცვით. რუსეთთან აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექმნას, ერთიანი ეკონომიკური და სოციალური სივრცის ფორმირებას. აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ხელშეწყობას, პოსტსაბჭოთა სივრცეში აფხაზეთის საინტეგრაციო პროცესებში მისი სრულფასოვანი მონაწილეობისთვის პირობების შექმნას, რომელიც რეალიზებული იქნება რუსეთის ინიციატივითა და დახმარებით", - თქვა ასლან ბჟანიამ.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი