ხალხს ეუბნებოდა თუ ხმას არ მოგვცემთ, ვერც ბინას მიიღებთ და ვერც ფულად დახმარებასო - მოქალაქე ბათუმში "ოცნების" კანდიდატზე

გამოქვეყნდა:

"მთავარ არხთან" ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატ რამაზ ჯინჭარაძეს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს. ის ყვება, რომ წინასაარჩევნოა აგიტაციის დროს, მან მოსახლეობას უთხრა, რომ თუ ხმას არ მისცემდნენ, ვერ მიიღებდნენ ვერც ბინებს და ვერც ფულად დახმარებას.

"დროებითი ჩაწერაა მე ასე ვიცი, ოფიციალურად,მე ვიცი კიდევ, რომ 50-60 კი არა, უფრო მეტია, 400 თუ 500 კაცია ჩაწერილი. იმ მიზნით, მე ასე ვფიქრობ, რომ არჩევნები გააყალბონ კიდევ. ბინებს დაჰპირდნენ, ფულს დაჰპირდნენ. ჩვეულებრივად დადიოდა ბატონი რამაზ ჯინჭარაძე, თავისი ხალხით დადიოდა აქ და პირდაპირ სთავაზობდა ხალხს, თუ ჩვენ ხმას არ მოგვცემთ და 41-ს არ შემოხაზავთ, ვერც ბინას მიიღებთ, ვერც ფულად დახმარებას. მე თვითონ მაქვს სიები ნანახი, არ მინახია ის ხალხი აქ", - ამბობს ადგილობრივი. 

"მთავარ არხთან" "ქართული ოცნების" ერთ-ერთი კოორდინატორი ამბობს, რომ "ოცნების ქალაქში" 89-ე უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობა დაემატა, თუმცა კონკრეტულად ვერ იტყვის რამდენი ადამიანია სიაში. 

ოპოზიციის გარდა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ამბობს, რომ საარჩევნო სიებში მატებაა. ორგანიზაციამ საარჩევნო ადმინისტრაციისგან ინფორმაცია გამოითხოვა #79.04 მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის შესახებ. მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ამ ოლქში 497-ით, ხოლო უმისამართო ამომრჩეველთა კატეგორია (ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) #89 უბანზე 371 ამომრჩევლითაა გაზრდილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი