ცხინვალის ანექსია, თრუსოს ხეობის და რაჭის ნაწილის მიტაცება, კონფლიქტის ახალი კერის შექმნა აჭარაში - საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კრემლის ახალი გეგმის კონტურები სულ უფრო აშკარაა.
ოკუპირებული ცხინვალი უკვე ღიად ალაპარაკდა რუსეთთან შეერთებაზე, აჭარაში დესტაბლიზაციას რუსეთის დუმის დეპუტატი აანონსებს, თრუსოსა და რაჭის მიტაცების შესახებ ინფორმაცია აქვს მიხეილ სააკაშვილს - მთელი ეს სცენარი, რომელიც პოლიტიკური ლიდერების მსჯელობის საგანი ხდება, და რომელის ნაწილზეც თეთრი სახლიც კი რეაგირებს, შეუმჩნეველი რჩება "ქართული ოცნებისთვის".
საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არაფერი უთქვამს არც ცხინვალის გეგმებზე და არც სხვა საფრთხეების პრევენციაზე უზრუნია.