გიორგი გაბუნიას სახელმწიფო დაცვა დაიცავს - "მთავარი არხის" ჟურნალისტმა იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ პროკურატურის შეთავაზება მიიღო და თანახმაა, რომ პირად მცველებთან ერთად მის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო დაცვის წარმომადგენლებმაც იზრუნონ. 

დეტალებს, გიორგი გაბუნიას ადვოკატი პროკურატურაში ათანხმებს. შეთავაზება კი "მთავარი არხის" ჟურნალისტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ მიიღო, სადაც შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს.

ლაპარაკი იყო ამ დაცვაზე. ამ მომენტიდან მე ამეკრძალა ამ თემაზე საერთოდ საუბარი. ვერ გეტყვით ვერაფერს. მთლიანად კონფიდენციალურია და მივიღე გაფრთხილება რომ საერთოდ კომენტარი აღარ გავაკეთო, - ამბობს გაბუნია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი