"ასეთ სამარცხვინო და ბრტყელ ტყუილებს ამბობდეს იუსტიციის სამინისტრო და თან სტრასბურგის სასამართლოს აბრალებდეს იმას, რაც არ გაუკეთებია, მე არ მსმენია", - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც "სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა".
"იუსტიციის მინისტრიც ვიყავი და საერთაშორისო სამართალიც ვისწავლე აშშ-ში. ასეთ სამარცხვინო და ბრტყელ ტყუილებს ამბობდეს იუსტიციის სამინისტრო და თან სტრასბურგის სასამართლოს აბრალებდეს იმას, რაც არ გაუკეთებია, მე არ მსმენია.
ps პასუხი დაიდება მიხეილ სააკაშვილის ფბ გვერდზე, - წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი პენიტენციურ სისტემაში მისი მკურნალობისა და მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებით".