ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბუჩას რეგიონში ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკ მკვლელობას ეხმაურება.
საუბარია ფოტომასალაზე, რომელიც უკრაინულმა მხარემ გათავისუფლებული ქალაქიდან გაავრცელა.
"შოკირებული ვარ კიევის გათავისუფლებულ რეგიონში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკის შემზარავი სურათებით - ბუჩას ხოცვა-ჟლეტა. ევროკავშირი ეხმარება უკრაინასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საერთაშორისო სასამართლოებში დევნისთვის საჭირო მტკიცებულებების შეგროვებაში. ევროკავშირის დამატებითი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია. დიდება უკრაინას!", - წერს შარლ მიშელი.
ამავე თემაზე: