"მოვითხოვ G7-ის ახალ, დამანგრეველ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ახლავე" - კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, დასავლეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაუწესონ ახალი, გამანადგურებელი სანქციები რუსეთს.

"ბუჩას ხოცვა-ჟლეტა იყო მიზანმიმართული. რუსების მიზანია, რაც შეიძლება მეტი უკრაინელი გაანადგურონ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ და გავაძევოთ ისინი. მე მოვითხოვ G7-ის ახალ, დამანგრეველ სანქციებს ახლავე:

- ნავთობის, გაზის, ნახშირის ემბარგო
- ყველა პორტის დახურვა რუსული გემებისა და ტვირთისთვის
- რუსეთის ყველა ბანკის გათიშვა SWIFT-იდან", - წერს კულება

ცნობისთვის, უმძიმესი კადრები გავრცელდა გათავისუფლებული ბუჩადან, სადაც რუსების მიერ მოკლული 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი