
ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი "ტელეგრამში" კრემლის პრესპიკერს, დიმიტრი პესკოვს დაუპირისპირდა. პესკოვმა მანამდე თქვა, რომ საზღვარგარეთ წასულებს სახელმწიფოს მტრებად არ მიიჩნევდა და რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვან იავნ უგანტს პატრიოტი უწოდა.
"თურმე იმისთვის, რომ გახდე შენი ქვეყნის პატრიოტი, უნდა გააკრიტიკო რუსეთის ქმედებები და წახვიდე საზღვარგართ, უფრო მეტიც, პათეტიკურად შექმნა აჟიოტაში ადამიანის გარშემო და შემდეგ, როდესაც დაპირისპირების პოლიტიკური ხარისხი დაეცემა, დაბრუნდე ისე, არაფერი მომხდარა", - თქვა კადიროვმა.
კადიროვს არ მოეწონა, რომ პესკოვმა კომენტარი არ გააკეთა ჩეჩნეთის მეთაურისთვის გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდების მინიჭებაზე, იმ მოტივით, რომ მას ეს ბრძანება არ უნხავას. კადიროვის აზრით, ამ საკითხზე უფრო დელიკატური გამოხმაურება ან კომენტარი გაკეთება შესაძლებელი იყო.
მისი დასკნვით, გმირებსა და გენერლებს არ უწოდებენ თავიანთ სახელებს, ხოლო "მშიშარა გაქცეულებს" ახასიათებენ, როგორც პატრიოტებს. ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პესკოვს პრიორიტეტების გაუაზრებელი მასშტაბი აქვს.