შიშზე და არა პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკა - კელი ღარიბაშვილის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი, პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ის რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრობს. მისი თქმით, ეს შიშზე და არა პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკაა.

"პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია შიშზე და არა პრინციპებზე. მისი ქვეყნის 2/3-ს სურს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება. ეს პოზიცია არ წარმოადგენს არც დასავლეთის ღირებულებებს და არც მისი ხალხის ინტერესებს",- წერს იან კელი. 

განცხადებაში ღარიბაშვილი ამბობს, რომ რუსეთს საქართველო სანქციებს არ დაუწესებს, რადგან ის ხელმძღვანელობს "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი