"არ ვაპირებ არაფრის აღიარებას და ამას ჩემი საპარლამენტო მანდატის შესაჩერებლად გამოიყენებენ" | ხმაური ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესზე

გამოქვეყნდა:

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა დღეს ლევან ხაბეიშვილის სასამართლო. საქმის განხილვისას ერთმანეთს 
თავად მოსამართლე და ბრალდებული დაუპირისპირდნენ. 

სხდომაზე კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნინო ნაჭყებიამ ხაბეიშვილის პოზიცია გააჟღერა და აღნიშნა, რომ დეპუტატი ამნისტიაზე უარს აცხადებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ საქმე პოლიტიკურია, მიზანი კი მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა და განეიტრალებაა.

"ახლა ჩემზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის წარმოება, და ამბობენ რომ მოდი აღიარე რომ ცემე...არ ვაპირებ არაფრის აღიარებას და ეს ხალხი ცხადია გამოიყენებს ჩემს საპარლამენტო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი. 

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ირაკლი ზარქუას ცემას ედავებიან, ინციდენტი თბილისის საკრებულოში 2 წლის წინ მოხდა. პროკურორის ინფორმაციით, დაზარალებულ ზარქუას პრეტენზია არ აქვს და თანახმაა ბრალდებულის მიმართ ამნისტიაზე. ხაბეიშვილი კი ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, შესაბამისად შესაწყალებელიც არაფერი აქვს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი