ლორა თორნტონმა ბუჩაზე საქართველოს საგარეოს განცხადება ჩაუსწორა

გამოქვეყნდა:

საქართველოში NDI-ს ყოფილი ხელმძღვანელი უკრაინის ქალაქ ბუჩაზე საქართველოს საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება და მას შესწორებებით აქვეყნებს:

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას, რომელიც მიმართულია უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ" - წერია საგარეოს განცხადებაში.

"მკაცრად ვგმობთ პუტინის რეჟიმის ხოცვა-ჟლეტასა და არაადამიანურობას, რომელიც რუსმა სამხედროებმა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩაიდინეს" - წერს ლორა თორნტონი.

"ჩვენ განადგურებული ვართ სასტიკი ბოროტმოქმედების სცენებით" - წერია უწყების განცხადებაში.

"ჩვენ განადგურებული ვართ სასტიკი ბოროტმოქმედების სცენებით და რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულით" - წერს ლორა თორნტონი.

"ყველას, ვინც ამ ომის დანაშაულებებში მონაწილეობდა, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს" - წერია უწყების განცხადებაში.

"რუს სამხედროებს, რომლებმაც ჩაიდინეს ეს ომის დანაშაული, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ " - წერს ლორა თორნტონი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი