ღარიბაშვილის რუსული წინასწარმეტყველება | "ოცნების" ლიდერები პრემიერის "სულისკვეთებას" იზიარებენ და ოპოზიციას ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

"ოცნება" ჩვეულ სტილს არ ღალატობს და პრემიერის სიტყვების გასამართლებლად მედიასთან ირაკლი კობახიძე გამოჰყავს. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ იგივე გაიმეორა, რაც პრემიერმინისტრმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ მოწყობილი ხოცვა-ჟლეტა და გაუგონარი აგრესია, უკრაინელების დასჯაა.

მთავრობის მეთაურის პოზიციას იზიარებს პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილიც და ირაკლი კობახიძეც დღეს ოპოზიციისკენ იშვერდნენ ხელს და ოპონენტებს პრემიერის განცხადების არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებდნენ.

ირაკლი კობახიძემ ამის შემდეგ ვრცლად ილაპარაკა, მისი აზრით რა სასტარტო პოზიცია ჰქონდა უკრაინას ომის დაწყებამდე და რა აქვს ახლა, თუმცა რატომ დააბრალა უკრაინას, რომ თავად სურდა ნატოზე უარის თქმა და ნეიტრალური სტატუსი, აღარ განუმარტავს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი