"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრემიერის განცხადების შინაარს იზიარებს და ამბობს, რომ ის რასაც რუსეთი უკრაინელების მიმართ ახორციელებს დასჯის აქტია. მისივე აზრით, ღარიბაშვილის ამ ფრაზას უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა.
"ის რაც ხორციელდება სამხედრო აგრესიის სახით რუსეთის მხრიდან უკრაინელების მიმართ და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ, არის რა თქმა უნდა დასჯის აქტი. აქ ჩვენ მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია, სასჯელი შეიძლება იყოს სამართლიანიც და უსამართლოც, ვერავითარი უარყოფითი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა იმ ფრაზას, რომელიც წარმოთქვა პრემიერმა", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისი აზრით, აქ საუბარია უკრაინის დასჯაზე რუსული სამხედრო აგრესიის სახით, რასაც არ აქვს არავითარი გამართლება.
ღარიბაშვილმა 3 აპრილს უკრაინაში, რუსეთის აგრესიაზე საუბრისას თქვა, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ომით, იქნებოდა უკრაინა.