მინიმალური სასჯელი ჟურნალისტებზე ძალადობისთვის | განაჩენი 5 ივლისის საქმეებზე

გამოქვეყნდა:

ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები, რომლებიც 5 ივლის მედიის წარმომადგენლებს სასტიკად გაუსწორდნენ და სისხლიანი სპეცოპერაციის შემდეგ ქუჩებში დასდევდნენ, მალე ისევ გარეთ იქნებიან. მოსამართლეებმა, ნინო ჩახნაშვილმა და ალექსანდრე კოპალიანმა დღეს თქვეს, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ სასტიკი ძალადობა მინიმალური სასჯელით ისჯება.

ერთადერთი ეპიზოდი, სადაც რადიკალებს 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს ლექსო ლაშქარავას ცემის საქმეა. ხმაურიანი სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში ორი აქცია მიმდინარეობდა.

მედიას, რომელიც სამართლიან სასჯელს ითხოვდა, კვლავ დაუპირისპირდნენ სიძულვილის ჯგუფები და სამართალდამცველების თვალწინ ჟურნალისტებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

ავტორი: გუგა მაისურაძე

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი