არ გვინდა ვიხილოთ, რომ საქართველო გახდეს ხვრელი სანქციების კალათაში - ბრიტანელი დეპუტატი

გამოქვეყნდა:

საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი უკრაინის დაზვერვის მიერ, კონტრაბანდასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ არ უნდათ ჩვენი ქვეყანა სანქციების კალათაში "ხვრელი" გახდეს.

"ფინანსურ სანქციებს რაც შეეხება, საქართველო ასრულებს სანქციების უმეტესობას. რეალობა არის, რომ საქართველო მხარს უჭერს სანქციებს. ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ვიხილოთ, რომ საქართველო გახდეს ხვრელი ამ სანქციების კალათაში, მაგრამ რაც მოვისმინეთ, ასეთი რამ არ ხდება. როგორც ვხვდები, გამოძიება დაიწყო. ეს იქნებოდა ძალიან არასწორი, თუმცა როგორ გავიგე ეს არ ხდება", - ამბობს ჯონათან ჯანოგლისი

მისივე თქმით, ბრიტანეთი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას და უფრო მეტ შეიარაღებას აწვდის, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანა აშშ-ს გამოკლებით.

ბრიტანელი პოლიტიკოსების დელეგაციამ დღეს საქართველოს პარლამენტში მოლაპარაკებები მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართეს. შეხვედრებზე მთავარი თემა უკრაინის ომი და საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებიც იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი