
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დღეს მესამე პრეზიდენტის მხრიდან დარბაზის დატოვების შემდეგ, დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა.
მესამე პრეზიდენტის ადვოკატებს ორი შუამდგომლობა ჰქონდათ - საქმეს დართვოდა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იმის დასადასტურებლად, რომ ბრალდება პოლიტიკურია და ასევე მოსამართლეს გამოეცა განკარგულება, რომელიც პენიტენციურს დაავალებდა ადეკვატურ მკურნალობას მესამე პრეზიდენტისთვის. ბადრი კოჭლამაზაშვილმა არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა მიმდინარეობდა. პროცესის დასაწყისში მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.
იხილეთ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა: