
"ქართული ოცნების" და "ალტ-ინფოს" საერთო შემომწირველები. სპეციალური კვლევით დგინდება მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ მმართველ პარტიასა და კრემლის რუპორს საქართველოში ფაქტობრივად ერთი და იგივე ადამიანები აფინანსებენ. მათ შორის ბიზნესმენები, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებს იგებენ, "ქართული ოცნების" აგრესიული აქტივისტები, რომლებიც "მთავარი არხის" ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებიან და სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებიც კი.
მმართველი პარტია ამ კავშირის არსებობას არ აღიარებს და კვლევას არასანდოს უწოდებს. მაგრამ სრულიად საპირისპიროს ამტკიცებენ თავად შემწირველები, რომლებიც არ მალავენ დაფინანსების ფაქტებს.
ავტორი: ნინიკო გიგაური