"ლაგუნა ვერესთან" მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა საავადმყოფო დატოვა | ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა საავადმყოფო დატოვა. საუბარია ბიზნესმენ ვარლამ მეტონიძეზე, რომელსაც გუშინ პოლიციამ დაცვა მოუხსნა. სწორედ დაცვის მოხსნის შემდეგ, მეტრეველი საავადმყოფოდან პირად დაცვასთან ერთად გავიდა.

ადვოკატი, რომელიც ვარლამ მეტონიძეს იცავს, ​წილებთან დაკავშირებით რაიმე გარჩევას არ ადასტურებს. რაც შეეხება კითხვას - რატომ მივიდა მეტონიძე დაცვასთან ერთად ადგილზე ბრონის ჟილეტით, ამბობს, რომ ეს მისი ყოველდღიურობაა და ყველა შეხვედრაზე ასე დადის.

"​ბიზნესამდე არ მისულა საუბარი. ჩემთვის უცნობია, თუ რაზე უნდა შემდგარიყო იქ მხარეებს შორის საუბარი. უბრალოდ, არ დაცალდა იქ არავის, რომ საუბარი დაეწყოთ, იყო აგრესიული მოქმედება მოწინააღმდეგე მხარისგან და ამას მოჰყვა გასროლები. სროლა წამოვიდა მოწინააღმდეგე მხარისგან, მათ განახორციელეს მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაცვა. ორმხრივი სროლა იყო. მოწმეები საუბრობენ იმას, რომ სწორედ გარდაცვლილი მხარის მიერ მოხდა დემონსტრირება იარაღის და შემდეგ უმისამართო სროლა... სავარაუდოდ, ქობულიას მხრიდან", - ამბობს ადვოკატი

"ლაგუნა ვერეს" მიმდებარედ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ერთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, 4-ის პროცესი კი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. ბრალდებულებს შორისაა ვარლამ მეტონიძის დაცვის წევრი, ყოფილი სპეცრაზმელი კობა მეტრეველი, რომელსაც პროკურატურა განზრახ მკვლელობაში სდებს ბრალს, 3-ს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი