"ლაგუნა ვერესთან" მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულ გიორგი ქველიაშვილს პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

"ლაგუნა ვერეს" მიმდებარედ მომხდარი მკვლელობისა და დაჭრისა საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთს, გიორგი ქველიაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ქველიაშვილს ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდება აქვს წარდგენილი, რაც 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დანარჩენი 4 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე კი სასამართლო დღეს იმსჯელებს.

სისხლიანი გარჩევა 3 აპრილს, "ლაგუნა ვერესთან", გიორგი ქველიაშვილის კუთვნილი საგზაო კომპანიის ოფისში მოხდა. ორმხრივი სროლისას რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე კი მოკლეს. ქობულია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას ძმა იყო.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი