"ლაგუნა ვერესთან" 2 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

გამოქვეყნდა:

"ლაგუნა ვერესთან" 2 ადამიანის მკვლელობისა და 5 ადამიანის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. 

საუბარია კობა მეტრეველზე, გიორგი გელოვანზე, გიორგი ასლანიშვილსა და გიორგი პეტრუშკოზე. ადვოკატები მათთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

საქმეზე კიდევ ერთი პირი - გიორგი ქველიაშვილია დაკავებული. ქველიაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ გუშინ იმსჯელა და მასაც პატიმრობა შეუფარდა. 

შეგახსენებთ, სისხლიანი გარჩევა 3 აპრილს, "ლაგუნა ვერესთან", გიორგი ქველიაშვილის კუთვნილი საგზაო კომპანიის ოფისში მოხდა. ორმხრივი სროლისას რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე კი მოკლეს. კონსტანტინე ქობულია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას ძმა იყო.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი