
უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს უკრაინის ელჩი გამოიძახა "კიევის შეურაცხმყოფელი კომენტარების" გამო.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთმა დაგმო რუსეთის შეჭრა, აღიარა უკრაინის სუვერენიტეტი და ასობით ათასი ლტოლვილი შეიფარა.
ასე რომ, "დროა უკრაინის ლიდერებმა შეწყვიტონ თავიანთი შეურაცხყოფა უნგრეთის მისამართით და გააცნობიერონ უნგრელი ხალხის ნება", დასძინა მან.
მინისტრი ამბობს, რომ ეს არ არის მათი ომი.
უკრაინის პრეზიდენტმა სამშაბათს განაცხადა, რომ პრემიერ ორბანს, რომელმაც არჩევნები კიდევ ერთხელ მოიგო, ეშინია რუსეთის გავლენის და მოუწევს არჩევანის გაკეთება მოსკოვსა და "სხვა სამყაროს" შორის. ორბანმა დაგმო რუსეთის შეჭრა, მაგრამ თავი შეიკავა პუტინის კრიტიკისგან, ის ასევე, არ ეთანხმება რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტის შეზღუდვის იდეას.