"ლავროვის განცხადებაზე უფრო მძიმე განცხადება გააკეთა ოხანაშვილმა" | ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

ოხანაშვილის განცხადების პათოსი აბსოლუტურად ერთი-ერთში იზიარებდა პუტინის, რუსეთისა და ლავროვის განცხადებას - ასე ეხმაურება ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი ანრი ოხანაშვილის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინას "კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი,  ლორთქიფანიძე და სხვები, ალბათ ასწავლიან, რაც არა მგონია უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს, როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად ალბათ უკრაინაში."
 

"არ შეგვიძლია, არ გამოვეხმაუროთ ოხანაშვილის ამორალურ განცხადებას, რომელმაც თავისი განცხადებით გადაუსწრო ლავროვს. ლავროვსაც კი უჭირს იმ თემაზე საუბარი, რასაც ჰქვია ბუჩა და ბუჩაში განვითარებული მოვლენები. თქვენ ნახეთ დახვრეტილი სამოქალაქო პირები, ნახეთ დახვრეტილი ბავშვები, ნახეთ სამოქალაქო პირები, რომლებიც პირდაპირ ქუჩებში არიან დახვრეტილები და ამაზე ლავროვის განცხადებაზე უფრო მძიმე განცხადება გააკეთა ოხანაშვილმა და ფაქტობრივად, მისი განცხადების სულისკვეთება მდგომარეობს შემდეგში, რომ თითქოს უკრაინამ ეს ყველაფერი მოიგონა და გვამები შემოალაგა, თან დაალაგა ბუჩაში. ამის შემდეგ, მისი შესწორებული განცხადებები, რომ ასე არ ყოფილა და ეს არ უგულისხმია. ჩვენდა სამწუხაროდ, მისი განცხადების პათოსი აბსოლუტურად ერთი-ერთში იზიარებდა პუტინის, რუსეთისა და ლავროვის განცხადებას, - ამბობს ხაბეიშვილი.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი