საერთაშორისო მედია "გავრილოვის ღამიდან" 1 წლის შემდეგ გამართულ აქციას ეხმაურება

გამოქვეყნდა:

"გავრილოვის ღამიდან" 1 წლის თავზე გამართულ საპროტესტო აქციას საერთაშორისო მედია ეხმაურება.

თბილისში 20 ივნისის მოვლენები 1 წლის შემდეგ კვლავ გააპროტესტეს - ამის შესახებ სტატიას უკრაინული გამოცემა "112" აქვეყნებს.

სააგენტოს გვერდზე განთავსებულ სტატიაში წერია, რომ მოსახლეობამ 20 ივნისს დუმის დეპუტატის საქართველოს პარლამენტში გამოჩენა გააპროტესტა და კრემლის მისამართით საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმიანება გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო "როიტერიც". სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის ცენტრში გამოსულმა 3000-მდე ახალგაზრდამ რუსული ოკუპაცია და გავრილოვის ღამე კიდევ ერთხელ დაგმო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი