აზერბაიჯანში საკარანტინო ზომები 1 აგვისტომდე გახანგრძლივდა

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანში ეპიდემიოლოგიური მდგომაროება ყოველდღიურად უარსედება. ეპიდემიის კონტროლისა და პრევენციის მიზნით, მთავრობამ საკარანტინო ზომების 1 აგვისტომდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

შეზღუდვები გამკაცრდა ექვს ქალაქში, მათ შორისაა ბაქო და განჯაც. ქვეყნის მასშტაბით დაკეტილია საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრები და სავაჭრო დაწესებულებები. ამ დროისთვის, აზერბაიჯანში კორონავირუსის 13 ათასამდე შემთხვევა გამოვლენილი. გარდაიცვალა 150 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი