"მე მგონი ავად არის შალვა" - ქადაგიშვილი პაპუაშვილის ბუჩაში მიწვევაზე

გამოქვეყნდა:

"ოცნების" დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ავადაა- "ჩვენ არსად ჩასვლის პრობლემა არა გვაქვს. ამ საკითხს ალბათ ბატონი შალვა თვითონ უპასუხებს. მე მგონი ავად არის შალვა" - ამბობს ქადაგიშვილი ბუჩაში მიწვევასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, დღეს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა პარტნიორი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები და დეპუტატები მიიწვია ბუჩაში იმ მძიმე ვითარების სანახავად, რომელიც იქ რუსმა ოკუპანტებმა შექმნეს.

საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს, რომ რადადან მოწვევა არ მიუღიათ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი