
ქართულ ციხეში 1 წელზე მეტია, რაც რუსეთის ФСБ-ს აგენტი ზის, საქართველო კი მის მოსაშორებლად ყველაფერს აკეთებს - სკანდალურ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" საგამოძიებო ბიურო ავრცელებს, 26 წლის მამაკაცი 1 წელია ამტკიცებს, რომ რუსული სპეცსამსახურების აგენტია და მზადაა დეტალურად ილაპარაკოს ФСБ-ს გეგმებზე, რომელიც საქართველოს ძირის გამოთხრას უკავშირდება, თუმცა ამ დრომდე არც მინისტრი გომელაური და არც სუს-ის უფროსი ლილუაშვილი ამ ინფორმაციით არ დაინტერესებულა.
სავარაუდოდ, "ოცნების" ხელისუფლება თვალს სახელმწიფოს წინაშე ჩადენილ დანაშაულზე ძალით ხუჭავს და 26 წლის მამაკაცის ექსტრადირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებს, სადაც ის კიბერდანაშაულშია დამნაშავე, რუსეთში დაბადებული პირი კი ამტკიცებს, რომ იქ სიკვდილი ელის.
ავტორი: გუგა მაისურაძე