
კიევში უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრა დაიწყო.
მოლაპარაკებებს რამდენიმე პირი დაესწრება, რის შემდეგაც სახელმწიფოს მეთაური და ევროკავშირის წარმომადგენლები უკრაინულ და უცხოურ მედიასთან განცხადებებს გააკეთებენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ.
ევროპელი ლიდერები კიევში შეხვედრის დაწყებამდე ბუჩაში იმყოფებოდნენ. ბუჩაში ვიზიტის დროს, ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ იქ ჩადენილი სისასტიკისთვის პასუხისმგებელი პირები "მართლმსაჯულების წინაშე დადგებიან".
ამავე თემაზე: