ლიეტუვა მიხეილ სააკაშვილის ევროპაში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს | სეიმის მიმართვა "ოცნების" ხელისუფლებას

გამოქვეყნდა:

ახალი შანსი საქართველოსთვის და დასავლეთის მხრიდან პარტნიორობის კიდევ ერთი მტკიცებულება. ლიეტუვას პარლამენტი საჯაროდ იღებს დოკუმენტს, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის პერპექტივას მხარს უჭერს.

მაგრამ ეს მხარდაჭერა არ არის უპირობო - ევროპელი პარტნიორები "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან სანაცვლოდ სწორედ ევრპული ღირებულებების და ევროპული პოლიტიკის მხარდაჭერას მოითხოვენ.

განსაკუთრებით პოლიტიკური დევნისა და უკრაინის საკითხში - საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მესამე პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა და საერთაშორისო სანქციებთან შეერთება ევროპელებისთვის იქნება ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სიგნალი, რომ საქართველო პარტნიორობას ინარჩუნებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი