აშშ რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტს კრძალავს | ბაიდენმა სანქციების ახალ პაკეტს მოაწერა ხელი

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარასკევს ხელი მოაწერა ორ კანონპროექტს, რომლებიც რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს - ამის შესახებ ინფორმაციას CNN თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.  

განკარგულების მიხედვით, სანქციები 2 მიმართულებით დაწესდა:

  • ერთი კანონპროექტი აჩერებს ნორმალურ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან და ბელარუსთან და გზას უხსნის მათგან იმპორტზე უფრო მაღალი ტარიფების დაწესებას.
  • მეორე კრძალავს ენერგორესურსების იმპორტს რუსეთიდან, მათ შორის ნავთობის, ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის ჩათვლით.

ცნობისთვის, მანამდე თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ თქვა, რომ ბაიდენი ხელს მოაწერდა კანონპროექტებს სანქციების შესახებ, "რასაც პრეზიდენტი მხარს უჭერს" და რაც მან "მოითხოვა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი