ბევრი რუსი მკვლელი, რომლებიც ბუჩასა და ირპენში მოსახლეობას ატერორებდნენ, იდენტიფიცირებულია - ფედოროვი

გამოქვეყნდა:

ბევრი რუსი მკვლელი, რომლებმაც ოკუპირებულ ბუჩასა და ირპენში სისასტიკე ჩაიდინეს, უკვე იდენტიფიცირებულია, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა განაცხადა.

მისი თქმით, სახის ამომცნობი ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი რუსი ოკუპანტების პოვნის საშუალებას იძლევა.

"ფაქტობრივად, ნაპოვნია ბევრი მკვლელი, რომლებიც ატერორებდნენ მშვიდობიან მოსახლეობას ბუჩასა და ირპენში. მოკლე დროში, ჩვენ დავადგენთ ყველა ინფორმაციას ამ ადამიანებს შესახებ: მათ პროფილებს სოციალურ ქსელებში, სად და ვისთან მსახურობენ და ცხოვრებენ. დღეს ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, ვიპოვოთ ყველა, ვინც ერთხელ მაინც მოხვდა ობიექტივში. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მოსწონთ ფოტოების ინტერნეტში განთავსება, ასევე ქალაქებსა და სახლებში არსებული კამერების რაოდენობის გათვალისწინებით, ამ საკითხს ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ", - განაცხადა ფედოროვმა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი