ბუჩას გენოციდის უტყუარი მტკიცებულებები. საგამოძიებო ჯგუფ "მედუზას" მიერ გავრცელებული ფაქტებით დასტურდება, რომ უმძიმესი ტრაგედიის მთავარი შემოქმედი კრემლია. ვიდეომასალა ნაწამები და დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქეებით მარტით თარიღდება, როდესაც უკრაინის ერთი პატარა ქალაქი საოკუპაციო ძალებს ჰქონდათ დაკავებული.
უმძიმესი და შემაძრწუნებელი ვითარებაა ბოროდიანკაშიც, დაცხრილული ცხედრები ქუჩაშია მიტოვებული და რუსული არმიის სისხლიანი კვალი ყველა ქუჩას ეტყობა.
უკრაინულმა სამხედროებმა უკვე იპოვეს ასობით ცხედარი, თუმცა ეს ყველაფერი არ არის - უცნობია რამდენი ცხედრია ნანგრევებში, ვინც მასირებულ დაბომბვას გადაურჩა.