"ბუჩაში, ირპენსა და ჰოსტომელში რუსებმა ბევრი ადამიანი დაწვეს... ამიტომ ვამბობ, რომ ისინი ნაცისტები არიან" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

ბუჩაში, ირპენსა და ჰოსტომელში რუსებმა ბევრი ადამიანი დაწვეს... ამიტომ ვამბობ, რომ ისინი ნაცისტები არიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქულ Habertürk-თან ინტერვიუში საუბრობს.

მათ [რუსმა სამხედროებმა] ამ რაიონებში, ბუჩაში, ირპენსა და ჰოსტომელში ბევრი ადამიანი დაწვეს. მათ დაწვეს მთლიანი ოჯახები. გუშინ ახალი ოჯახი ვიპოვეთ: მამა, დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი. ამიტომ ვამბობ, რომ ისინი ნაცისტები არიან. ეს ასეა. ისინი წვავენ ცხედრებს იმიტომ რომ ეშინიათ, - ამბობს ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი