საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს - არჩევნებში 48 მილიონი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას და შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი არჩევანი 12 კანდიდატს შორის გააკეთონ.

პრეზიდენტს საყოველთაო კენჭისყრის გზით, 5-წლიანი ვადით ირჩევენ.

Reuters იტყობინება, რომ საარჩევნო  უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნდება პირველი ეგზიტპოლები და ასეთი გამოკითხვები, როგორც წესი, ძალიან სანდოა საფრანგეთში.

სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მიუთითებდა პროევროპული კავშირის, ცენტრისტი ემანუელ მაკრონის გამარჯვებაზე, მაგრამ საპენსიო ასაკის გაზრდის არაპოპულარულმა ინიციატივამ, მის რეიტინგზე მკვეთად იმოქმედა. პარალელურად, ულტრამემარჯვენე, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენის მხარდამჭერთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

უცხოური მედიები წერენ, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, მაკრონი პირველ ტურში ლიდერობს და 24 აპრილს ლე პენთან მეორე ტურშიც გაიმარჯვებს, მაგრამ ახლა რამდენიმე გამოკითხვა ამბობს, რომ ეს მონაცემები ზღვარზეა და შეიძლება მარტივად შეიცვალოს.

ცნობისთვის, ლე პენი მაკრონმა 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი