უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ქალაქ იზიუმთან დაცვის ხაზის გარღვევას და მარიუპოლზე სრული კონტროლი დამყარებას ცდილობენ.
გენშტაბის წარმომადგენლის, ოლექსანდრ შტუპუნის თქმით, მტერმა შეტევები განახორციელა ასევე ნიკოლაევის მიმართულებით, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია.
"ომის 46-ე დღეს, მტერი სრულმასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს აგრძელებს, ოკუპანტები ცდილობენ ქალაქ იზიუმში ჩვენი არმიის ხაზი გაარღვიონ და ქალაქ მარიუპოლზე სრული კონტროლი დაამყარონ. ამასთან, მტერმა ნიკოლაევის მიმართულებით გაიბრძოლა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია.
ინტენსიურად ბომბავდნენ ხარკოვის შემოგარენს და დასახლებულ პუნქტებს. მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ მარიუპოლში საჰაერო იერიშების გამოყენებით ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე კონტროლი აეღოთ, თუმცა ჩვენმა ჯარისკაცებმა ამის უფლება არ მისცეს.
მტრის არმიას სერიოზული დანაკლისი აქვს. ისინი მძიმე მორალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან. უკრაინული არმია მედგრად იბრძვის", - თქვა ოლექსანდრ შტუპუნმა.
ამავე თემაზე: