ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი საქართველოს დღეს გადაეცემა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის წევრობის კითხვარს საქართველოს, დაჩქარებული წესით დღეს, 11 აპრილს გადმოსცემენ. ინფორმაციას ევროკომისარი, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი ავრცელებს.

მისი თქმით,  პასუხები დაეხმარება ევროკომისიას, რათა მოამზადოს პოზიცია ქვეყნის განაცხადზე, როგორც ამას ევროკავშირის საბჭო ითხოვს.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მაშინ როცა ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტები,სამართლიანი სასამართლოს პირობები და დემოკრატია რთული წარმოსადგენია საქართველო, ევროკავშირის წევრი გახდეს. მმართველი პარტიის ოპონენტების თქმით, ჩვენი ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციისთვის, ევროკავშირი უფრო მეტს აკეთებს ვიდრე საქართველოს ხელისუფლება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი