დღეს საქართველოში ევროპარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების წევრების ვიზიტი იწყება

გამოქვეყნდა:

დღეს საქართველოში იწყება ევროპარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების წევრების ვიზიტი. პარტნიორები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას განიხილავენ და შეაფასებენ.

ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას შეხვდებიან. მთავარი თემა იქნება რუსეთის უკრაინაში შეჭრა. ევროპარლამენტარები შეაფასებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობასაც.

რამდენიმე საათში კი დელეგაცია პრესკონფერენციას გამართავს.

მთავრობის გარდა ევროპარლამენტარები შეხვდებიან ოპოზიციასაც. ოპოზიცია ფიქრობს, რომ "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური კურსი რუსეთისკენ აქვს მიმართული და ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტარებს მიაწვდიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი