"პანდემია დასრულებისგან ჯერ კიდევ შორსაა" | ჯანმო-ს დირექტორი

გამოქვეყნდა:

"პანდემია დასრულებისგან ჯერ კიდევ შორსაა" - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორი  ტედროს ადანომ გებრეიესუსი საუბრობს.

"...შემცირებული სიკვდილიანობის ნახვა, რომელიც გასულ კვირას, ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი იყო, სასიამოვნოა, თუმცა პანდემია დასრულებისგან ჯერ კიდევ შორსაა. ისევ ძალიან მაღალია ინფექციის გადადება, ვაქცინაციის მაჩვენებელი კი ძალიან ბევრ ქვეყანაში კვლავ დაბალია, რაც ახალი შტამების წარმოქმნის რისკს ქმნის".

დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ "პრაქტიკულად კოვიდი დამარცხებულია".

ამ საკითხზე ისაუბრა ამირან გამყრელიძემაც: თუ რაღაც ექსტრაორდინარული არ მოხდა, ჯანმო პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი