რა არის ზარინი? - ყველაზე მომაკვდინებელი ქიმიური იარაღი კაცობრიობის ისტორიაში

გამოქვეყნდა:

"ზარინი" ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ქიმიური იარაღია კაცობრიობის ისტორიაში. ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა მისი გამოყენება მარიუპოლში, თუმცა რუსეთს ის სირიაში უკვე აქვს გამოყენებული.

აქამდე ზარინის გამოყენების მხოლოდ ოთხი ოფიციალური ფაქტი არსებობს. პირველად ქიმიური იარაღი ირან-ერაყის ომში გამოიყენეს. შედეგად, 5 000 ადამიანი დაიღუპა, მეორედ ტოკიოში, ბოლოს კი სირიაში 2-ჯერ, რასაც 426 ბავშვის სიკვდილი მოჰყვა.

ნაცისტური გერმანიის წარმოებულ ზარინს შეუძლია, გამოიწვის სიკვდილი, კომა და სისხლდენა. ნაცისტურმა გერმანიამ იარაღი მისი სიმძლავრის გამო მეორე მსოფლიო ომში არ გამოიყენა. სპეციალისტების ცნობით, ზარინის მცირე დოზის ორგანიზმში მოხვედრისას იწყება კუნთების ატროფია და დაახლოებით 10 წუთში ადამიანი კვდება. 

ზარინის გამოყენება ყველა კონვენციით აკრძალულია.

"არის უფერო სითხე. შეიძლება, აეროზოლის სახით იქნას გამოყენებული. შესუნთქვის შედეგად, ადამიანი გადაადგილებას ვეღარ ახერხებს, ეკვრის სუნთქვა და ადამიანი შეიძლება მოკვდეს ჰიპოქსიით. მოქმედებს ცენტრალურ-ნერვულ სისტემაზე და შეიძლება, გადაიყვანოს კომატოზურ მდგომარეობაში",- ამბობს ტოქსიკოლოგი, სოსო კუტუბიძე. 

უკრაინაში რუსეთის მიერ, სავარაუდოდ, ზარინის გამოყენების შესახებ, "აზოვის" ბატალიონის წარმომადგენლებმა გაავრცელეს. 

"დაზარალებულების აღწერით, ის სიმპტომები, რაც მათ აღენიშნებოდათ, მიუთითებს, რომ ეს შეიძლება, ყოფილიყო ზარინი. ძალიან საშიში ნივთიერებაა. ქიმიურ იარაღში საშიშ ნივთიერებებში პირველ კატეგორიაში გადის",- ამბობენ სპეციალისტები. 

"ზარინი", როგორც ქიმიური იარაღი მასობრივი განადგურებისთვის ქიმიური იარაღების ჩამონათვალში 1994 წლიდან არის შესული. 1997 წლიდან მისი წარმოება და დასაწყობება აიკრძალა. მისი საცავები გაანადგურეს ერაყში.  

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი