"ოკუპანტების ერთ-ერთმა რუპორმა განაცხადა, რომ მათ შეუძლიათ მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება. მინდა, შევახსენო მსოფლიო ლიდერებს, რომ რუსი სამხედროების მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება უკვე განიხილებოდა და უკვე მაშინ ეს ნიშნავდა, რომ საჭიროა რუსეთის აგრესიაზე უფრო მკაცრი და სწრაფი რეაგირება. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის განხილვა დაიწყო. დროა, ეს პაკეტი გახდეს ისეთი, რომ რუსეთის მხრიდან მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ სიტყვაც კი აღარ ისმოდეს. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიღებთ იმდენს, რამდენიც საჭიროა ამ ომის სწრაფად დასასრულებლად, კერძოდ, მარიუპოლის ბლოკადის მოხსნისთვის, თუ ჩვენ მივიღებდით თვითმფრინავებს და საკმარისი რაოდენობის მძიმე ჯავშანტექნიკას, აუცილებელ არტილერიას, ჩვენ ამის გაკეთებას შევძლებდით. თუმცა… ჯერ კიდევ გვიწევს ამაზე შეთანხმება, დარწმუნება... და იკარგება არა მხოლოდ დრო, არამედ უკრაინელების სიცოცხლე. და ეს არის მათი პასუხისმგებლობა - ვინც ამ დრომდე საწყობებში ინახავს უკრაინისთვის აუცილებელ იარაღს. პასუხისმგებლობა, რომელიც სამუდამოდ დარჩება ისტორიაში".
ამბობს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკი.