რუსეთის შეტაკება ნეონაციზმთან გარდაუვალი იყო, დონბასის დაცვის ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება - პუტინი

გამოქვეყნდა:

უკრაინაში აღზრდილ ანტირუსულ ძალებთან შეტაკება გარდაუვალი იყო, ეს უბრალოდ დროის საკითხი იყო - თქვა პუტინმა კოსმოდრომზე, შიდა კოსმოსური ინდუსტრიის თანამშრომლებთან შეხვედრისას.

"უკრაინამ დაიწყო ანტირუსულ დასაყრდენად გადაქცევა, იქ ზრდა დაიწყო ნაციონალიზმისა და ნეონაციზმის ყლორტებმა, რომლებიც დიდი ხანია არსებობს. ნეონაციზმის ზრდა იყო მიზანმიმართული და რუსეთის შეტაკება ამ ძალებთან გარდაუვალი იყო, ისინი მხოლოდ თავდასხმის დროს არჩევდნენ“, - აღნიშნა პუტინმა.

პუტინის მტკიცებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები "სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას" მოქმედებენ გაბედულად, კომპეტენტურად, ეფექტურად და შედეგიანად, იყენებენ ყველაზე თანამედროვე ტიპის იარაღს. 

„დღეს ჩვენი ოფიცრები მონაწილეობენ სპეცოპერაციაში დონბასში, უკრაინაში. ისინი დახმარებას უწევენ დონბასის სახალხო რესპუბლიკას. ისინი მოქმედებენ გაბედულად, კომპეტენტურად, ეფექტურად და შედეგიანად, იყენებენ ყველაზე თანამედროვე ტიპის იარაღს უნიკალური, შეუდარებელი მახასიათებლებით“, - თქვა მან.

პუტინი დარწმუნებულია, რომ დონბასის დაცვის ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება და კიდევ ერთხელ თქვა, რომ დასავლეთის გავლენების გამო, უკრაინამ მინსკის შეთანხმება დაარღვია. 

"ასე იქნება. ეჭვგარეშეა [რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მიაღწევენ დასახულ მიზნებს]. მიზნები აბსოლუტურად გასაგებია, ისინი კეთილშობილურია. მთავარი მიზანია დავეხმაროთ ხალხს დონბასში. ხალხს, რომელიც ჩვენ ვაღიარეთ.  იძულებული ვიყავით ეს გაგვეკეთებინა, იმის გამო, რომ კიევის ხელისუფლებამ, დასავლეთის მხრიდან წაქეზების გამო, უარი თქვა მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე, რომელიც მიზნად ისახავს დონბასის პრობლემების მშვიდობიან გადაწყვეტას“, - თქვა პუტინმა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი