
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა გეოანამ თქვა, რომ მალე უკრაინაში საომარი მოქმედებების ახალი ფაზა დაიწყება - ნატოს შეფასებით, უკრაინაში ომის მეორე ეტაპი "გარდაუვალია", კონფლიქტის ფაზა იქნება ბევრად უფრო რთული და სისხლიანი.
„ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ მალე შევალთ ამ ომის მეორე - ძალიან სისხლიან ეტაპზე. ჩვენ გადავდივართ მეორე ეტაპზე, რომელიც იქნება უფრო რთული, პირველი ეტაპისგან ბუნებით განსხვავებული, ბევრად უფრო ფართო ფრონტზე განვითარდება. როგორც აღმოსავლეთში, დონბასში, ასევე სამხრეთით, ყირიმისა და მარიუპოლისკენ“, - განაცხადა მან.
ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილე იმედოვნებს, რომ დაპირისპირება დიდხანს არ გაგრძელდება, მაგრამ პროგნოზირებს, რომ ამის შანსები მცირეა და შიშობს, რომ იქნება მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგები.