"რაც ხდება უკრაინაში არის ტრაგედია, მაგრამ ალექსანდრე გრიგორიევიჩმა [ლუკაშენკომ] სწორად თქვა: არჩევანი არ იყო. უბრალოდ არჩევანი არ იყო, ერთადერთი კითხვა იყო, როდის დაიწყება. სულ ეს იყო", - ამბობს აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი პუტინი და იმოწმებს მისი თანამოაზრის, ლუკაშენკოს სიტყვებს, რომელიც დღესაც იმყოფებოდა მოსკოვში.
პუტინმა თქვა, რომ ლუკაშენკომ მას ბუჩაში მომხდარი "პროვოკაციის" დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა და აღნიშნა, რომ ამ ქალაქში "სიტუაცია ყალბია". პუტინის თქმით, მსგავსი "პროვოკაციები" სირიაშიც განხორციელდა და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ.
"მაშინ აღმოჩნდა, რომ ეს იყო ყალბი. იგივე სიყალბეა ბუჩაში", - განაცხადა პუტინმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ.