"საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ჩამონათვალი გვაქვს... მაგალითად ოქტომბრის არჩევნები" | სახდეპის წარმომადგენელი 

გამოქვეყნდა:

"საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ჩამონათვალი გვაქვს... მაგალითად ოქტომბრის არჩევნები" - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლიზ პეტერსონმა "მთავარი არხის" შეკითხვას, რომ იმ ცნობების ფონზე, რასაც სახდეპი ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოდან იღებს, რამდენად შორს წავა სახელმწიფო დეპარტამენტი თუ ეს ცნობები შენარჩუნდა და გაგრძელდა.

ცხადია, რომ ჩვენც გვაქვს ჩამონათვალი ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ საქართველოში, ასევე ვიტყვი, რომ ჩვენ თვალს ვადევნებთ ისეთ პროცესებს, მაგალითად, როგორიც იყო ოქტომბრის არჩევნები, რომელიც ჩატარდა ზოგადი თავისუფლებების დაცვით მაგრამ ასევე იყო შეფასებები ეუთოს მისიის მხრიდან, რომ არჩევნები ჩატარდა ფართოდ გავრცელებული დაშინებების ფონზე. ეს არის შესაფერისი მაგალითი იმის შესახებ, თუ როგორ ვხედავთ ადამიანის უფლებების დარღვევებს ქვეყანაში და როგორ ვიყენებთ ადამიანის უფლებების ანგარიშს რომ ეს დარღვევები გავაანალიზოთ და მანამ სანამ არსებობს შესაძლებლობა მთავრობასთან, რომ გავაგრძელოთ ურთიერთობები, ჩვენ ამ ურთიერთობებს გავაგრძელებთ, - თქვა ლიზა პეტერსონმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი