სახდეპის ანგარიშში ნიკა გვარამიას მიერ გასაჯაროებული დაშინებისა და პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოყენებული სუს-ის ფარული ჩანაწერებიც მოხვდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გასაჯაროებული დაშინებისა და პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოყენებული სუს-ის ფარული ჩანაწერებიც მოხვდა.

დოკუმენტში წერია, რომ 1 აგვისტოს "მთავარი არხის" ეთერში ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა მტკიცებულებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, პოლიტიკურ ოპონენტებზე, უცხოელ დიპლომატებზე, ჟურნალისტებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებზე ფარული მიყურადების შესახებ, რომელიც დაშინებისა და პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოიყენებოდა.

1 აგვისტოს ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ხელისუფლების წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების, უცხოელი დიპლომატების, სასულიერო პირებისა და ბიზნესლიდერების მოსმენაში დაადანაშაულა. ეთერის დროს გვარამიამ ხმამაღლა წაიკითხა ის, რაც, მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოპოვებული დოკუმენტების ჩანაწერებში იყო და სადაც დეტალურად იყო აღწერილი უკანონოდ ჩაწერილო სატელეფონო და პირისპირ საუბრები.

ჩანაწერების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკანონო თვალთვალს აწარმოებდა 
სექსუალური ორიენტაციის, პირადი ურთიერთობისა და სექსუალურ პარტნიორებთან დაკავშირებით. ზოგიერთმა ჟურნალისტმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, საჯაროდ დაადასტურა ნიკა გვარამიას მიერ გადაცემაში წაკითხული ჩანაწერების ავთენტურობა, მმართველმა პარტიამ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, ეს უარყო და ყალბ ინფორმაციად გამოაცხდა.

1 აგვისტოს გასული გადაცემის საპასუხოდ, უკვე 2 აგვისტოს 9 არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნაწილობრივ ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გახდა მტკიცედ პოლიტიზირებული ინსტიტუტი, რომელიც იცავს გავლენიანი პოლიტიკური მოთამაშეების ინსტიტუტებს და ცდილობს შეინარჩუნოს კონკრეტული ჯგუფის პოლიტიკური ძალაუფლება, თვალთვალის, მუქარისა და შანტაჟის გამოყენებით.

3 აგვისტოს სახალხო დამცველის ოფისმა მოითხოვა გამოძიება და პასუხიმსგებლობის საკითხის დაყენება სავარაუდო უკანონო მოსმენების ფაქტზე. მან პარლამენტს ასევე მოუწოდა არსებული ზედამხედველობის მექანიზმების გამოყენებისა და საკანონმდებლო ზედამხედველობის გაძლიერებისკენ.

13 სექტემბერს, პირმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, გაავრცელა ათასობით ფაილი, რომელიც შეიცავდა პირად ინფორმაცას და საუბრებს, რომლებიც სავარაუდოდ, შეგროვდა არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების, უცხოელი დიპლომატებისა და სასულიერო პირების თვალთვალის შედეგად.

პროკურატურამ 14 სექტემბერს გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება გაავრცელა, ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შს მინისტრმა და სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა სავარაუდო მოსმენის ფაქტები, კიდევ ერთხელ უარყვეს, 19 სექტემბერს სახალხო დამცველის ოფისთან არსებული რელიგიისა და ტოლერანტობის საბჭომ მოითხოვა თვალთვალზე სრული გამოძიების ჩატარება და განაცხადა, რომ გამოქვეყნებული მასალები შეიძლება მიუთითებდეს, რომ მთავრობამ სუს-ის მეშვეობით საკუთარი ხალხის, მოქალაქეების, რელიგიური გაერთიანებების, სამოქალაქო საზოგადოების, კონსტიტუციის, სახელმწიფოს დემოკრატიული სეკულარული სტრუქტურების წინააღმდეგ უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, - ნათქვამია ანგარიშში.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი