
"მიუხედავად ოპონენტების მოლოდინებისა და სურვილებისა, ეხილათ საქართველო მხილებული ადამიანის უფლებების დარღვევაში, ასეთი მოლოდინები გაცრუებულია", - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს.
მისი თქმით, "ანგარიში უპირატესად შემოიფარგლება მითითებით არა საკუთრივ დარღვევის ფაქტებზე, არამედ ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ან მაგალითად, ომბუდსმენის მხრიდან დარღვევის არსებობის ვარაუდზე".
"ასეთი ვითარება "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ე.წ. პოლიტიკური პატიმრობის საკითხთან დაკავშირებითაც არის. ანგარიშში არაფერია იმაზე მეტი ნათქვამი, რომ სააკაშვილს მიიჩნევენ პოლიტიკურად პატიმრად ოპოზიციური პარტიები. ზუსტად იგივე კონტექსტში არიან მოხსენიებული ბატონი მელია და რურუა", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
პოლიტიკური ოპონენტების დევნა, კლანური მმართველობა სასამართლოში და გაუქმებული დემოკრატიული ინსტიტუტები - ასეთია "ქართული ოცნების" მმართველობის შეფასება ხელისუფლებაში ყოფნის მე-10 წელს. ამერიკის საგარეო უწყება ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მომზადებულ 2021 წლის დოკუმენტში, საქართველოში არსებულ მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე დეტალურად საუბრობს და დარღვევების კონკრეტული მაგალითები მოჰყავს. სააკაშვილის, გვარამიას, მელიას და ხაზარაძის საქმეები ანგარიშში პოლიტიკური მართლმსაჯულების მაგალითადაა მოყვანილი. დოკუმენტში ხაზგასმით წერია, რომ ქართულ მართლმსაჯულებას კლანი აკონტროლებს. მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მომზადებულ ვრცელ ანგარიშში ცალკე თავი ეძღვნება მესამე პრეზიდენტის პატიმრობას, სადაც წერია რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია.
ამავე თემაზე: