ქვეყნის იმიჯის გამანადგურებელი ანგარიში. სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების შესახებ ყოველწლიურ მოხსენებაში საქართველოს მდგომარეობას უკიდურესად მძიმე კონტექსტში აღწერს. თავდასხმა, ძალადობა, დაუსჯელობა, პოლიტიკური დევნა, კლანური მმართველობა, გაუქმებული დემოკრატია - ეს არის შეფასებები, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარების აღსაწერად გამოიყენა. და ყველა შემთხვევაში, რომელიც ვრცელ დოკუმენტშია აღწერილი, სამიზნედ ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და ჟურნალისები არიან დასახელებული - მთავარ აგრესორად კი ხელისუფლება.
სააკაშვილი, გვარამია, მელია და ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთელი, თავდასხმა ჟურნალისტებზე და ლექსო ლაშქარავას სიკვდილი, - ეს არის საქმეები, რომლებსაც დასკვნაში მთავარი ყურადღება ეთმობა. სწორედ ამ პოლიტიკური ლიდერების და ჟურნალისტების მიმართ ან მათ წინააღმდეგ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მოქმედება ან უმოქმედობა, განხილულია, როგორც ადამიანის უფლებების და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის უხეში ფაქტები.
განსაკუთრებული როლი დასკვნაში რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშულს უკავია - რომელიც ცალსახად არის შეფასებული, როგორც არაადამიანური მოპყრობა.