
დღეს ჟენევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციას „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღებენ. დოკუმენტზე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიაზე იმსჯელებენ.
რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში, ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე.
სესიის მონაწილეებს სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიმართავს. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი რეზოლუციაში ასახულ საკითხებზე ზეპირ და წერილობით ანგარიშების წარადგენს.
რეზოლუცია ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2017 წლიდან ყოველწლიურად მიიღება. COVID-19 პანდემიის გამო, ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის მუშაობა 13 მარტს შეწყდა და სამთვიანი პაუზის შემდეგ, 15 ივნისს განახლდა.